§1. ეპოქის ზოგადი...

653
შესავალი §1. ეპოქის ზოგადი დახასიათება საქარველოს ისტორიის ნარკვევების მესამე ტომის ქრონოლოგიური ჩარჩო - XI - XV საუკუნეები - მოიცავს ქართველი ხალხის ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდს.სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ეს იყო ჩამოყალიბებული, განვითარებული ფეოდალიზმის ხანა. ქვეყნის პოლიტიკური თვალსაზრისით მოცემული პერიოდი იყოფა ორ, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ, ეტაპად. ამათგან პირველი - XI - XIIIსს. დასაწყისი - ეკონომიკური, სოციალურპოლიტიკური და კულტურული განვითარების აღმავალი ეტაპი იყო, კერძოდ, XII - XIII სს. მიჯნაზე შუა საუკუნეების საქართველო ერთიან, შედარებით ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა და თავისი ისტორიული ცხოვრების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. შემდგომ ეტაპზე კი (XIII .შუა წლები - XV.) საშინაო და საგარეო ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის თანდათანობითი დაქვეითება, რომელიც XV . მიწურულს ცალკეულ სამეფოსამთავროებად პოლიტიკური დაშლით დასრულდა. ქვემოთ შევეცდებით ზოგადად დავახასიათოთ ეს ისტორიული პროცესი. *** X . ბოლოსათვის საქარველოს საზოგადოებრივმა წყობილებამ მიიღო სავსებით ჩამოყალიბებული, განვითარებული ფეოდალიზმის სახე. მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა ორი ძირითადი კლასისაგან - გაბატონებული ფეოდალური კლასისა (აზნაურობა) და ექსპლოატირებული ფეოდალურად დამოუკიდებელი გლეხობისაგან შედგებოდა. ანტაგონისტური წინააღმდეგობანი და ბრძოლა აღნიშნულ კლასებს შორის კი ამ ეპოქის საქართველოს ისტორიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო. აზნაურთა გაბატონებული კლასი დიდებულებისა (მსხვილი ფეოდალები) და აზნაურებისაგან (წვრილი და საშუალო ფეოდალები) შედგებოდა. ფეოდალური კლასის შინაგანი ორგანიზაცია მწყობრ იერარქიულ სტრუქტურაზე იყო დამყარებული. სიუზერენულ-ვასალური დამოკიდებულების - პატრონყმობის - საფუძველი მიწის ფეოდალური საკუთრება იყო. იმ დროის ქარველი გლეხობის ძირითად მასას ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა გლეხები შეადგენდნენ. გლეხობა მკაცრ ფეოდალურ ბატონყმურ ექსპლოატაციას განიცდიდა. იგი თავისი ბატონის სასარგებლოდ მძიმე ფეოდალურ ვალდებულებებს იხდიდა (ღალა, შრომითი ბეგარა, ფულადი რენტა). მაგრამ გლეხობის ნაწილი XI . მანძილზე და XII . პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას და საკუთარ მიწას. ესენი იყვნენ მდაბიურნი, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მოლაშქრეთა ნაწილს შეადგენდნენ. ფეოდალურ საქარველოში ცალკე წოდებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ ვაჭრები. ისინი ორ ძირითად კატეგორიად - დიდვაჭრებად და წვრილ ვაჭრებად იყოფოდნენ. საქართველოს მრავალრიცხოვან ქალაქებში მრავლად იყვნენ

Upload: others

Post on 07-Jun-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • შესავალი

    §1. ეპოქის ზოგადი დახასიათება საქარველოს ისტორიის ნარკვევების მესამე ტომის ქრონოლოგიური ჩარჩო

    - XI - XV საუკუნეები - მოიცავს ქართველი ხალხის ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდს.სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ეს იყო ჩამოყალიბებული, განვითარებული ფეოდალიზმის ხანა.

    ქვეყნის პოლიტიკური თვალსაზრისით მოცემული პერიოდი იყოფა ორ, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ, ეტაპად. ამათგან პირველი - XI - XIIIსს. დასაწყისი - ეკონომიკური, სოციალურპოლიტიკური და კულტურული განვითარების აღმავალი ეტაპი იყო, კერძოდ, XII - XIII სს. მიჯნაზე შუა საუკუნეების საქართველო ერთიან, შედარებით ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა და თავისი ისტორიული ცხოვრების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. შემდგომ ეტაპზე კი (XIII ს.შუა წლები - XVს.) საშინაო და საგარეო ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის თანდათანობითი დაქვეითება, რომელიც XV ს. მიწურულს ცალკეულ სამეფოსამთავროებად პოლიტიკური დაშლით დასრულდა.

    ქვემოთ შევეცდებით ზოგადად დავახასიათოთ ეს ისტორიული პროცესი.

    * * * X ს. ბოლოსათვის საქარველოს საზოგადოებრივმა წყობილებამ მიიღო

    სავსებით ჩამოყალიბებული, განვითარებული ფეოდალიზმის სახე. მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა ორი ძირითადი კლასისაგან - გაბატონებული ფეოდალური კლასისა (აზნაურობა) და ექსპლოატირებული ფეოდალურად დამოუკიდებელი გლეხობისაგან შედგებოდა. ანტაგონისტური წინააღმდეგობანი და ბრძოლა აღნიშნულ კლასებს შორის კი ამ ეპოქის საქართველოს ისტორიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო.

    აზნაურთა გაბატონებული კლასი დიდებულებისა (მსხვილი ფეოდალები) და აზნაურებისაგან (წვრილი და საშუალო ფეოდალები) შედგებოდა.

    ფეოდალური კლასის შინაგანი ორგანიზაცია მწყობრ იერარქიულ სტრუქტურაზე იყო დამყარებული. სიუზერენულ-ვასალური დამოკიდებულების - პატრონყმობის - საფუძველი მიწის ფეოდალური საკუთრება იყო.

    იმ დროის ქარველი გლეხობის ძირითად მასას ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა გლეხები შეადგენდნენ. გლეხობა მკაცრ ფეოდალურ ბატონყმურ ექსპლოატაციას განიცდიდა. იგი თავისი ბატონის სასარგებლოდ მძიმე ფეოდალურ ვალდებულებებს იხდიდა (ღალა, შრომითი ბეგარა, ფულადი რენტა). მაგრამ გლეხობის ნაწილი XI ს. მანძილზე და XII ს. პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას და საკუთარ მიწას. ესენი იყვნენ მდაბიურნი, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მოლაშქრეთა ნაწილს შეადგენდნენ.

    ფეოდალურ საქარველოში ცალკე წოდებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ ვაჭრები. ისინი ორ ძირითად კატეგორიად - დიდვაჭრებად და წვრილ ვაჭრებად იყოფოდნენ. საქართველოს მრავალრიცხოვან ქალაქებში მრავლად იყვნენ

  • ხელოსნებიც. ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხთა და ხელოსანთა შრომა იყო ქართული ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური საფუძველი.

    საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქია არ წარმოადგენდა შინაგანად მტკიცედ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს, რამდენადაც ეკონომიკური ბაზისი, რომელსაც იგი ემყარებოდა, არ იყო იმდენად მყარი, რომ უზრუნველეყო სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა. საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები - ერისთავები, ერისთავთერისთავები და, საერთოდ, დიდებულები, ყოველთვის ცდილობდნენ შეერყიათ ქვეყნის ერთიანობა, მაქსიმალურად დაესუსტებინათ მეფის ცენტრალური ხელისუფლება.

    ბაგრატ III და მისი უახლოესი მემკვიდრეები (გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი II) თითქმის მთელი XI ს. განმავლობაში შეუპოვრად ებრძოდნენ შინაურ მტრებსა და უცხო დამპყრობლებს სახელმწიფოს ერთიანობის შესანარჩუნებლად.

    ერისთავები მათზე დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ახორციელებდნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხელისუფლებას. თავიანთი მდგომარეობით ისინი მეფის მოხელეები იყვნენ, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდნენ ერისთავობა თავიანთ საგვარეულო სამემკვიდრეო სახელოდ ექციათ, რასაც ხშირად აღწევდნენ კიდეც.

    მთელი XI ს. მანძილზე საქართველო რთულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფებოდა. მეზობელ დიდ სახელმწიფოებს არ სურდათ მათ გვერდით ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი საქართველო. განსაკუთრებით მწვავე და ხანგრძლივი იყო ფეოდალური საქარველოს ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ, რომელმაც დავით კურაპალატის გარდაცვალების (1001წ.) შემდეგ მალე ხელთ იგდო მისი სამფლობელოს დიდი ნაწილი და მხოლოდ XI ს. 70-იან წლებში შეძლეს ქართველებმა დავითის “მემკვიდრეობის” დაბრუნება.

    საქართველო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვრად იბრძოდა აგრეთვე თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, რომლებიც განსაკუთრებით ინტენსიურად არბევდნენ ქვეყანას XI ს. 60-იანი წლებიდან. წინანდელი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, თურქ-სელჩუკები მიზნად ისახავდნენ საქართველოში დამკვიდრებული ბინადარი სამიწათმოქმედო კულტურის აღმოფხვრას, მის ადგილზე კი ჩამორჩენილი სამეჯოგეო მეურნეობის განვითარებასა და ქვეყანაში ნომადების ჩასახლებას. მაგრამ XI ს. დასასრულიდან, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გაძლიერებისა და ჯვაროსნული ომების დროს თურქ-სელჩუკთა ძალების სამხრეთისაკენ წარმართვის შედეგად, საქართველო თანდათანობით თავისუფლდებოდა მათი ბატონობისაგან.

    XII ს. დასაწყისისათვის საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მოპოვებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცებისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დავით აღმაშენებელმა (1089 - 1125 წწ.), რომელიც ეყრდნობოდა ქვეყნის ერთიანობით დაინტერესებულ სოციალურ ფენებს - წვრილ და საშუალო აზნაურებს, ქალაქების ვაჭრულ-ხელოსნურ ელემენტებს და თავისუფალ მდაბიურ მოლაშქრეებს, გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები ეკონომიკის, სახელმწიფო წყობილების, სამხედრო საქმის, ეკლესიის, სასამართლო დაწესებულებასა და სხვადასხვა სფეროში. ეს ღონისძიებანი მიზნად ისახავდა სამ ძირითად ამოცანას: სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებას, მმართველობის ცენტრალიზაციას და ქვეყნის საგარეო უშიშროების უზრუნველყოფას. დავითი მკაცრად გაუსწორდა სეპარატისტულად განწყობილ მსხვილ ფეოდალებს - ის არ ერიდებოდა მათი სამფლობელოების სრულ

  • კონფისკაციასა და ზოგიერთი მეტად ჭირვეული მოწინააღმდეგის სამშობლოდან გაძევებასაც კი.

    თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლა თანდათანობით ობიექტურად გადაიზარდა მთელი ამიერკავკასიის მათი ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. ამაში ქართველებს აქტიურ დახმარებას უწევდნენ ამიერკავკასიის მოძმე ხალხები დ სომხები და ალბანელები. დროთა განმავლობაში საქართველოს სამეფო მრავალეროვან სახელმწიფოდ გადაიქცა.

    დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით გიორგი III-ის მეფობაში (1156 - 1184 წწ.) ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ბოლო ამ წარმატებების შედეგად ფეოდალიზმის განვითარების უმაღლეს საფეხურს ქართულმა საზოგადოებამ XII - XIII სს. მიჯნაზე, თამარის მეფობაში (1184 - 1213წწ.), მიაღწია. საქართველო იქცა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის ერთდერთ წამყვან პოლიტიკურ ერთეულად. ფეოდალური საქართველოს მიერ მოპოვებული პოლიტიკური სიძლიერე განპირობებული იყო აღნიშნული ეპოქის ეკონომიკური აღმავლობით. სოფლის მეურნეობამ, ხელოსნურმა წარმოებამ და ვაჭრობამ იმ დროისათვის განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, რაც, თავის მხრივ, ფეოდალური საქართველოს ისეთი კულტურული აყვავების საფუძველი გახდა, რომელსაც ადგილი არ ჰქონია ფეოდალიზმის არც წინანდელ და არც შემდეგდროინდელ პერიოდში. იმ დროის ქართული კულტურის განვითარების გვირგვინი იყო “ვეფხისტყაოსანი” - შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილება.

    * * * შემდეგში ფეოდალური საქართველო ხანგრძლივი დაქვეითების გზას

    დაადგა, რომელიც თითქმის ექვსი საუკუნე გრძელდებოდა. ეს კი მთელი რიგი შინაგანი და გარეგანი ობიექტური ფაქტორების შედეგი იყო.

    XIII ს. დასაწყისისათვის ფეოდალური საქართველო, გარეგანი ბრწყინვალების მიუხედავად, განიცდიდა სერიოზულ შინაგან სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისს. ამის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ დროისათვის თავისუფალ მდაბიო-მოლაშქრეთა ფენა, რომელიც ადრე (მაგალითად, დავით აღმაშენებლის დროს) შეადგენდა ცენტრალური ხელისუფლების სამხედრო ძალების მნიშვნელოვან რეზერვს, თითქმის მთლიანად გაქრა. ხოლო ახალი საზოგადოებრივი ძალები (კერძოდ, მმესამე წოდებან - ქალაქის ვაჭრულდხელოსნური ელემენტები, ახალი, თავისუფალი გლეხობა), რომლებიც მეფის ხელისუფლების დასაყრდენი უნდა ყოფილიყვნენ, პოლიტიკურად ვერ მომწიფდნენ.

    საქართველოს სახელმწიფო წყობილებისათვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყანას შემოესივნენ მონღოლდთათართა მრისხანე ურდოები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების სისუსტისა და ზოგიერთი მსხვილი ფეოდალდდიდებულის ღალატის გამო XIII ს. 30 დ იანი წლების ბოლოს შედარებით ადვილათ დაეუფლნენ ქვეყანას.

  • მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობის ხანაში საქართველომ ღრმა სამეურნეო და კულტურული დაცემა განიცადა. მონღოლების მიერ დამყარებულმა რეჟიმმა რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ადგილობრივი მსხვილი ფეოდალების ერთი ნაწილი, სათავე დაუდო ერთიანი ფეოდალური სამეფოს პოლიტიკურ დაშლას

    დამპყრობლების წინააღმდეგ ქართველი ხალხის აქტიური ბრძოლით, რომელიც მონღოლთა სახელმწიფოში გაჩაღებული შინა ფეოდალური ომების პირობებში მიმდინარეობდა, საქართველო განთავისუფლდა.

    გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში (1314 - 1346წწ.) საქართველო თანდათანობით გამოდიოდა მძიმე მდგომარეობიდან. კვლავ აღდგა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო, ქვეყნიდან განდევნეს მონღოლთა გარნიზონები, მნიშვნელოვნად განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, ქვეყანა ეკონომიკურად აღმავლობის გზას დაადგა. მაგრამ მომთაბარეთა ახალმა შემოსევებმა საქართველოს გაერთიანების საქმე საბოლოოდ ჩაშალა.

    XIV - XV სს. მიჯნაზე ქვეყანას თემურლენგი რვაჯერ შემოესია გამანადგურებლად. მიუხედავად ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობისა, თემურმა ქვეყანა ისეთ გაჩანაგებამდე მიიყვანა, რომ დასუსტებული საქართველო დიდხანს წელში ვერ გასწორდა. ამგვარი აოხრება ადრე არასოდეს განუცდია.

    XV საუკუნის მანძილზე ფეოდალური საქართველო სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაქვეითების გზით მიდიოდა. ალექსანდრე I-ის ( 1412 - 1442 წწ.) ცდა - აღედგინა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შინაგანი ერთიანობა, ნაწილობრივი მიღწევების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც სრული მარცხით დამთავრდა.

    XV საუკუნისათვის არსებითი ცვლილებები მოხდა ქართული ფეოდალური საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაშიც: დიდებულებმა საბოლოოდ მიითვისეს ადრე საგამგეოდ მიცემული მიწები და ჩამოყალიბდნენ ცალკე თავადთა წოდებად, რომელიც აზნაურთა წოდებაზე მაღლა იდგა, აზნაურები კი, რომელთა უმრავლესობა წინათ უშუალოდ მეფის ხელისუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ახლა მნიშვნელოვანწილად თავადთა ვასალურ დამოკიდებულებაში მოექცნენ.

    განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო ის ცვლილებები, რომლებიც მოხდა გლეხობის ეკონომიკურ და სოციალურ-უფლებრივ მდგომარეობაში. გლეხობა, რომელიც, აღნიშნული იყო, ჯერ კიდევ ადრე მთლიანად მოექცა ბატონყმურ დამოკიდებულებაში, ყველაზე მეტად ზარალდებოდა საგარეო შემოსევებისა და შინაფეოდალური ომებისაგან. ამის შედეგად მკვეთრად დაირღვა რიცხობრივი შეფარდება გაბატონებულ კლასსა და მწარმოებელთა შორის ამ უკანასკნელთა საზიანოდ. ფეოდალთა შედარებით მრავალრიცხოვანი ფენა უფრო მძიმედ აწვებოდა შეთხელებულ გლეხობას. მემამულეები სისტემატურად ადიდებდნენ ადრინდელი გადასახადების მოცულობას და აწესებდნენ ახალ გადასახადებს. გარდა ამისა, გლეხობა იბეგრებოდა მძიმე სახელმწიფო და საეკლესიო გადასახადებით.

    ფეოდალებმა ყმა გლეხები ფაქტიურად მონის მდგომარეობამდე მიიყვანეს. ასეთი გლეხი აღარ იყო დაინტერესებული ინტენსიური მეურნეობის განვითარებით და გულგრილად უყურებდა ცენტრალური ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გამაერთიანებელ ღონისძიებებს. ამიტომაც ცენტრალური ხელისუფლების დასაყრდენი სოციალური ბაზა კიდევ უფრო დასუსტდა.

  • შექმნილი ვითარებით, უპირველეს ყოვლისა ისარგებლეს თავადებმა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები მოიპოვეს. სათავადო ტიპურ ნახევრად დამოუკიდებელ სენიორიად გადაიქცა. მაგრამ, ადრეფეოდალური ეპოქისაგან განსხვავებით, როცა სენიორია წარმოადგენდა ფეოდალურ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობათა პროგრესული განვითარების ფორმას, ახლანდელი სათავადო-სენიორია დაქვეითებისა და ჩამორჩენილობის ნაყოფი იყო და, თავის მხრივ, ასაზრდოებდა ამ ჩამორჩენილობას.

    ყველაფერმა ამან საბოლოო ჯამში XV - XVI სს. მიჯნაზე გამოიწვია ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოსა და ოდიშის სამთავროებად.საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლა მოხდა ეკონომიკური დაქვეითების შედეგად საბოლოოდ გამარჯვებული ბატონყმობისა და თავადური იმუნიტეტის განვითარების პირობებში ეკონომიკურმა დაქვეითებამ გამოიწვია ნატურალური მეურნეობის საყოველთაო განმტკიცება, რაც, თავის მხრივ, ზემოთ აღწერილი შინაგანი სოციალურ-კლასობრივი და საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა რთული გადახლართვის შედეგი იყო.

    XVს. მეორე ნახევარში საქართველო შეეცადა “დაჩიხულობიდან” გამოსულიყო დასავლეთ ევროპის დახმარებით, მაგრამ ეს ცდაც უშედეგო გამოდგა. ამიტომ იმავე საუკუნის ბოლოს ქართველი საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ორიენტაცია აიღეს რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოსაკენ, რომელსაც უკავშირებდნენ საქართველოს საბოლოო განვითარების იმედებს.

    § 2. წყაროები ა. ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული წყაროები

    1 XI - XII სს. ისტორიის წყაროები

    XI ს. საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროებს წარმოადგენენ

    ამ საუკუნეებში შექმნილი თხზულებანი ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიონთა” და ”მატიანე ქართლისა”.

    XI ს. I ნახევრის ავტორის სუმბატ დავითის ძის ნაშრომში ”ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”,[1] როგორც ცნობილია, გარკვეული მიზნით დაწერილი საისტორიო ნაწარმოებია. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მიერ ერთიანი საქართველოს ტახტის დაკავებამ და ამ საგვარეულოს თანდათან აღზევებამ დღის წესრიგში დააყენა ბაგრატიონთა პოლიტიკური ბატონობის იდეოლოგიური დასაბუთების მოთხოვნილება რისთვისაც გამოყენებული იქნა ქართულ-სომხურ სამყაროში ადრიდანვე შემუშავებული ლეგენდა ბაგრატიონთა სამეფოს ღვთიური წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძემ სათანადოდ დაამუშავა ეს ლეგენდა და შეადგინა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის გენეალოგია.

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn1#_ftn1

  • თხზულება ადამიდან იწყება და XI ს. 30დიანი წლების დასაწყისის ამბებზე წყდება. მიუხედავად თხზულების ასე აშკარად გამიზნული დანიშნულებისა და ტენდენციურობისა, მას, როგორც პირველწყაროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს[2].

    XI საუკუნის ანონიმი ავტორის ”მატიანე ქართლისა”[3], რომელიც VIII საუკუნის ამბებით იწყება, თანმიმდევრულად გადმოგვცემს ისტორიულ მოვლენებს XI საუკუნის 70-იანი დასაწყისამდე. იგი გვაწვდის ცნობებს XI საუკუნის დასაწყისში კახეთ-ჰერეთის ერთიანი საქართველოს სამეფოსთან შემოერთების, განძის ათაბაგთან ბრძოლის, აგრეთვე იმ დაძაბული შინაკლასობრივი მტრობა-შუღლის შესახებ, რომელიც ბაგრატ III-ის გამეფების დროიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ქართულ ფეოდალურ მონარქიაში შინაკლასობრივი ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ წყაროს ცნობებს ბაღვაშთა ძლიერი საგვარეულოს ისტორიის შესახებ. იგივე წყარო ვრცლად მოგვითხრობს საქართველოს ურთიერთობაზე ბიზანტიის იმპერიასთან, მეზობელ სომხურ სახელმწიფოსთან და აგრეთვე თურქ-სელჩუკთა პირველ შემოსევებზე. აღნიშნული წყაროს მნიშვნელობა XI საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, მათი ეჭვმიუტანლობა სათანადოდ არის შეფასებული და დასაბუთებული ქართულ ისტორიოგრაფიაში [4].

    ”მატიანე ქართლისას” უშუალო გაგრძელებას ”ქართლის ცხოვრების” კრებულში წარმოადგენს ”ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი”[5] დიდად განათლებული ისტორიკოსის თხზულება, დავითის საქმიანობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობას მსოფლიოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობას ადარებს და ამ ხანის საქართველოს ისტორიას მთელი ამიერკავკასიის და, შეიძლება ითქვას, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე იხილავს. თხზულება უაღრესად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფაქტიურად ეს არის ერთადერთი თანამედროვე ეროვნული წყარო, რომელიც თანმიმდევრულად მოგვითხრობს დავითის მოღვაწეობის ყველა ძირითად მხარეზე. თხზულების ავტორი აღწერილი ამბების თანამედროვე და მეფესთან დაახლოებული ყოფილა. ნაშრომში ჩანს ავტორის სუბიექტივიზმი და მეფისადმი თაყვანისცემის ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ავტორი არ მალავს გარკვეული პოლიტიკური წრეების უკმაყოფილებას, გამოწვეულს დავითის ამა თუ იმ ღონისძიებით, დავითის მოწინააღმდეგე დაჯგუფებების არსებობას. ამასთანავე, თხზულების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს საისტორიო ნაწარმოები უაღრესად სანდო და ეჭვმიუტანელია, რისი დამამტკიცებელია დავითის ისტორიკოსის მთელი რიგი ცნობების დადასტურება უცხოური წერილობითი მასალების მონაცემებით, ნუმიზმატიკური ფაქტებითა და სხვა წყაროებით[6].

    თამარის ისტორიკოსთა ნაწარმოებები - ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”[7] და ბასილ ეზოსმოძღვრის მცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისინ[8]- აგრეთვე თანამედროვე ავტორთა მიერ დაწერილი საისტორიო თხზულებებია. ისევე როგორც ”ქართლის ცხოვრების” კრებულში შესულ ყველა სხვა საისტორიო თხზულებას, თამარის ისტორიკოსთა ნაშრომებსაც ტენდენციურობა ახასიათებთ. მათში აშკარად იგრძნობა ავტორთა უარყოფითი დამოკიდებულება მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ღონისძიებისა და მეფის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა სახელმწიფო მოღვაწის მიმართ. ორივე ავტორის მიზანი, მიუხედავად მათი თხრობის სტილის

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn2#_ftn2http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn3#_ftn3http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn4#_ftn4http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn5#_ftn5http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn6#_ftn6http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn7#_ftn7http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn8#_ftn8

  • სხვადასხვაობისა და წინწამოწეულ საკითხთა განსხვავებულობისა, ერთია - აჩვენონ თამარის ეპოქის საქართველოს სიდიადე, სიძლიერე, ხაზი გაუსვან ქვეყნის საერთო ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას და ყოველივე ამის ძირითად პირობად დასახონ თვით თამარის თუ მის გარშემო შემოკრებილ სახელმწიფო მოღვაწეთა კეთილგონიერება, სამშობლოს დიდი სიყვარული და მისი ინტერესების უანგარო სამსახური. მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა გამოსვლა მათში მონაწილეთა პირადი უარყოფითი თვისებებითაა ახსნილი. ისტორიკოსები ცდილობენ მიჩქმალონ ეპოქის ღრმა სოციალური წინააღმდეგობანი, ან შესაძლებელია თვითონაც ვერ გრძნობენ და ვერ ერკვევიან ამ წინააღმდეგობებში. ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი თამარის დროის საქართვეკლოს ისტორიაში, როგორიცაა გიორგი ანდრია ბოგოლუბსკის ძის განდევნა საქართველოდან, ისტორიკოსთა მიერ მხოლოდ გიორგის პირადი თვისებებითაა ახსნილი.

    სავსებით უგულებელყოფილია ისტორიკოსთა მიერ კლასობრივი წინააღმდეგობანი და ქვეყნის შიგნით სრული ჰარმონიისა და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლის თავისი მდგომარეობით სრული კმაყოფილების სურათია დახატული.

    თამარის ამ ორი ისტორიკოსის შრომა მნიშვნელოვნად ავსებს ერთმანეთის მონაცემებს, რადგან მათი ავტორების ინტერესთა წრე საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ ერთს უფრო საშინაო პოლიტიკის და მეფის პირადი ცხოვრების საკითხები აინტერესებს, მეორე უმეტესად საგარეო ურთიერთობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარის პირველი ისტორიკოსი (”ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი”) თხრობას გიორგის მეფობით იწყებს და უმთავრეს წყაროს გიორგი III-ის მეფობის შესახებ ჩვენთვის ეს საისტორიო თხზულება წარმოადგენს.

    უკანასკნელ ხანს ჩვენს სამეცნიერო ლიტერეტურაში გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება თამარის ისტორიკოსთა ვინაობის შესახებ (ივ. ლომაშვილი, კ. გრიგოლია და სხვ.).

    ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობების შემცვლელია ჩვენი ისტორიისათვის ლაშა გიორგი დროინდელი მემატიანის თხზულება[9]. ეს მატიანე, მიუხედავად თავისი მცირე მოცულობისა, საკმაოდ მდიდარია ქრონოლოგიური მონაცემებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ერთადერთი ქართული ნარატიული წყარო, რომელიც დავით აღმაშენებლის ძის, მეფე დემეტრე I - ის და მისი ძის, მეფე დავით V - ის შესახებ გვაწვდის ცნობებს[10].

    ”ქართლის ცხოვრების” კრებულში შესული ეს საისტორიო თხზულებანი, რომელნიც მათში გადმოცემული ფაქტიური ცნობების თვალსაზრისით უმთავრესად სანდონი არიან, ამასთანავე საკმაოდ ტენდენციურად აშუქებენ მთელ რიგ ისტორიულ მოვლენებს პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ თხზულებებში ძირითადად მოცემულია ქვეყნის პოლიტიკური ისტორია, ბრძოლა ქართული მიწების გაერთიანებისა და შემდგომ მეზობელთა მიწა-წყლის შემოერთებისათვის. აღნიშნულ თხზულებებში გატარებულია ერთი მთავარი აზრი, რომ ბრძოლა ქართული მიწების შემოერთებისათვის, და შემდეგ არაქართული მიწების დაპყრობისათვის სამართლიანი და ისტორიულად გამართლებულია. დავით აღმაშენებლის დროიდან დაიწყებული დაპყრობითი ომები თავდაცვის, მოძმე ხალხთა განთავისუფლების და საქართველოს საზღვრების დაცვის აუცილებლობითაა განპირობებული. როგორც დავითის ისტორიკოსი ამართლებს დავითის დროინდელი ბრძოლების შედეგად თურქ-სელჩუკთა უღლისაგან

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn9#_ftn9http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn10#_ftn10

  • განთავისუფლებული ქვეყნების - უშუალოდ საქართველოს სამეფოსთან შემოერთებას და მეფის ტახტისათვის დაქვემდებარებას, ასევე თამარის ისტორიკოსი ისტორიული აუცილებლობით ხსნის თამარის დროს წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად საქართველოს ირგვლივ ყმადნაფიცი ვასალური სახელმწიფოების სისტემის ჩამოყალიბებას.

    იმ დაძაბულ შინაკლასობრივ ბრძოლაში, რომელიც XI - XII საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, “ქართლის ცხოვრების” კრებულში შესულ ისტორიკოსთა ნაშრომებში, როგორც წესი, გამართლებულია სამეფო ხელისუფლების პოლიტიკა და მეფეთა ყოველგვარი საშუალებებით ბრძოლა მეამბოხე-ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. მთლიანად მიჩქმალულია კლასობრივი წინააღმდეგობისა და კლასობრივი ბრძოლის არსებობა, საქართველოს მთიელთა ბრძოლაც კი ფეოდალური უღლის წინააღმდეგ მთლიელთა ურწმუნოებითაა ახსნილი. თამარის ისტორიკოსი მოგვითხრობს რა საერთო ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობაზე, სარეთო კეთილდღეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის სურათს ხატავს, თუმცა იქვე იძულებულია მოგვითხროს გლახაკთა და არასმქონეთათვის სახელმწიფოს მიერ შემოსავლის მეათედის დაწესების აუცილებლობის შესახებ. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ იმ მწვავე საშინაო კრიზისის შესახებ, რომელიც თამარის მეფობის პირველ წლებში იჩენს თავს, “ისტორიანისა და აზმანის” ავტორი ძალიან მოკლედ მოგვითხრობს (განსაკუთრებით ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლაზე), ხოლო ბასილ ეზოსმოძღვარი საერთოდ დუმს.

    ქართლის ცხოვრების კრებულში შესული საისტორიო თხზულების საისტორიო მონაცემებს XI - XII საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვნად ავსებენ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა და სხვა წყაროების მონაცემები. ჰაგიოგრაფიულ თხზულებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ათონელ მოღვაწეთა ცხოვრებებს[11]. მართალია, ეს თხზულებანი უმთავრესად ათონის ქართველთა მონასტრის დაარსებისა და მისი ისტორიის გადმოცემას ისახავენ მიზნად და ძირითადად იქ წარმოებული დიდი კულტურული საქმიანობის შესახებ მოგვითხრობენ, მაგრამ ამასთან გვაწვდიან ცნობებს, ამ ხანის ქართულ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, საშინაო ხასიათის ისტორიული ფაქტების შესახებაც. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ წყაროთა ცნობებს ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის გასარკვევად, კერძოდ, XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-ის დედის, დედოფალ მარიამის ბიზანტიაში ელჩობის, ხოლო ამავე საუკუნის 50-იან წლებში თვით მეფე ბაგრატ IV ბიზანტიაში გამგზავრების მიზეზებისა და შედეგების საკითხების შესასწავლად. XI საუკუნის 60-იანი წლების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. ეს ძეგლი ნათლად წარმოგვიდგენს გიორგი მთაწმინდელის საქართველოში ჩამოსვლის დროს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას, საეკლესიო მმართველობაში გამეფებულ დარღვევებსა და სხვ.

    აღნიშნული ხანის საქართველოს ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ დოკუმენტურ წყაროებს. ქართული დოკუმენტური მასალა, რომელიც XI საუკუნიდან თანდათან მატულობს, განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური ისტორიის საკითხებისათვის, სახელდობრ, გლეხთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის. გლეხთა მიწაზე მიმაგრების, ბატონყმობის საბოლოო გამარჯვების ეტაპების დადგენისათვის[12]. დოკუმენტური

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn11#_ftn11http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn12#_ftn12

  • მასალა მნიშვნელოვნად ავსებს და აზუსტებს ნარატიული წყაროების მონაცემებს საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის არსებულ დამოკიდებულებასა და ურთიერთობაზე[13]. დოკუმენტური მასალა დიდ დახმარებას უწევს აღნიშნული ხანის საქართველოს ისტორიის შემსწავლელთ ამ ეპოქის სამოხელეო ინსტიტუტების შესასწავლად[14].

    როგორც სოციალურ ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხების კვლევისათვის დიდად საინტერესო მასალა მოიპოვება ეპიგრაფიკულ ძეგლებში, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება საქართველოს მეფეთა ტიტულატურის დაზუსტება. ხელმწიფის კარის მოხელეთა, ზოგიერთ ვაზირთა მოხელეობის დროის განსაზღვრა, სამეფო დომენის ადგილმდებარეობის გარკვევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დაზუსტება[15].

    წყაროების მნიშვნელოვან ფონდს ქმნიან აღნიშნული ხანის მონეტებიც. მხედველობაშია როგორც უცხოური, რომელიც საქართველოში მიმოქცევაში იყო, ისე ქართული მონეტები. ნუმიზმატიკური მასალის საფუძველზე ირკვევა, თუ აღნიშნულ ხანაში საქართველოში რომელი ქვეყნის მონეტები იყო მიმოქცევაში, რაც სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა-კავშირის არსებობის დადგენის საშუალებას იძლევა[16]. XI - XII საუკუნეების საქართველოში მოჭრილი ქართული ფულები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას ქმნიან ქართული სახელმწიფოს თანდათანობით ფორმირებასა და გაძლიერებაზე. მონეტების საშუალებით შეიძლება გაირკვეს ქართული სახელმწიფოს მიწა-წყლის ზრდის ისტორია, საქართველოს მეფეთა ვრცელი და რთული ტიტულატურის ჩამოყალიბება. მათივე მეოხებით ზუსტდება ნარატიული წყაროების ცნობები, ბიზანტიის იმპერიასთან და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობის ფორმები და ხასიათი. მონეტები მნიშვნელოვან ცნობებს იძლევიან ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც[17].

    * * * უაღრესად მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან XI - XII საუკუნეების

    საქართველოს ისტორიის შესახებ ამ ხანის ბიზანტიური წყაროებიც. მაგალითად, XI ს-ის ბიზანტიელი ქრონისტის კედრენეს და მისი გამგრძელებლის სკილიცას “ისტორიული მიმოხილვა” მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის გაჩენიდან 1059 წლამდე.[18] კედრენეს ცნობათაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მეფე გიორგი I-სა და ბასილ კეისარს შორის მიმდინარე ომის ცალკეული ეპიზოდები, ცნობები სომხეთის ქალაქ ანისისათვის წარმოებული ბრძოლის თაობაზე, მეფე ბაგრატ IV-ის ქალიშვილის მართაყოფილ მარიამის ბიზანტიაში გათხოვებასა და მის იქ მოღვაწეობაზე. მარიამ დედოფლის მოღვაწეობა საერთოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს XI - XII საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსების შრომებში[19].

    კედრენე სკილიცას ცნობები საინტერესოა აგრეთვე მეფე ბაგრატ IV-სა და მის ურჩ ყმას - დიდებულ აზნაურ ლიპარიტ ბაღვაშს შორის წარმოებული ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის ცალკეცული მხარეების, აგრეთვე ქართულ სახელმწიფოში მიმდინარე შინაკლასობრივ ბრძოლაში ბიზანტიის იმპერიისა და თურქ-სელჩუკთა მონაწილეობის გასარკვევად[20].

    XI - XII საუკუნეების საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის, ტრაპიზონის სამეფოს დაარსების, სომხეთისათვის (კერძოდ ანისისათვის)

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn13#_ftn13http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn14#_ftn14http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn15#_ftn15http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn16#_ftn16http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn17#_ftn17http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn18#_ftn18http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn19#_ftn19http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn20#_ftn20

  • წარმოებული ბრძოლის შესახებ საინტერესო ცნობებია მოწოდებული აგრეთვე მიქელ პსელოსის[21], ანა კომნენეს[22], ნიკეტა ხონეატეს[23] შრომებსა და ე.წ. ეფრემის[24] ქრონიკაში, მიქელ პანარეტოსის საისტორიო თხზულებაში[25] ...

    აღსანიშნავია თავის დროზე ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილის მიერ შენიშნული ტენდენციურობა ბიზანტიელი ისტორიკოსებისა, რომელნიც როგორც წესი, ცდილობენ საქართველო ბიზანტიისადმი დაქვემდებარებულ ქვეყნად მიიჩნიონ, ხოლო გაერთიანებული საქართველოს მეფეებს არასოდეს “მეფე” არ უწოდონ და ისინი მხოლოდ “მთავრის” ტიტულით ან ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიონ.[26]

    2 XIII - XV სს. ისტორიის წყაროები საქართველოს თავგადასავალი მონღოლთა ბატონობის პერიოდში

    დაწვრილებით აქვს აღწერილი უცნობ ქართველ ავტორს, რომელსაც თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია პირობითად ჟამთააღმწერელს უწოდებს. თხზულება შეტანილია “ქართლის ცხოვრების” კრებულში, სადაც ის იწყება ლაშა გიორგის მეფობით და მთავრდება გიორგი V ბრწყინვალის გამეფების აღწერით[27]. თხზულებას აკლია დასაწყისი ნაწილი, რომელიც, როგორც ჩანს, რედაქტორს ჩამოუცლია მისთვის “ქართლის ცხოვრებაში” შეტანისას წინა თხზულებაზე გადაბმის მიზნით. დროთა განმავლობაში დაკარგულა ჟამთააღმწერლის თხზულების ბოლო ვრცელი ნაწილიც, რომელიც გიორგი ბრწყინვალის მეფობას ეხებოდა[28].

    ჟამთააღმწერლის თხზულების როგორც წყაროს შესწავლას ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი სპეციალური ნაშრომი მიეძღვნა[29].

    ავტორის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. ერთადერთ წყაროს ამ მხრივ მისივე თხზულება წარმოადგენს. იგი იყო გიორგი V-ის ( 1314 - 1346) თანამედროვე, მოსწრებია საქართველოში მონღოლთა ბატონობას და მათ გადაშენებას[30]; სასულიერო და საერო მწერლობაში ღრმად განსწავლული ყოფილა[31], იცოდა მრავალი ენა: ბერძნული, მონღოლური, უიღურული, სპარსული[32]... თხზულების მონაცემებითვე დადგენილია, რომ ყოფილა სამცხიდან[33], პროფესიულ-თანამდებობრივი მდგომარეობით ეკუთვნოდა სასულიერო წრეს[34] სამეფო კართან ახლო ურთიერთობაში იყო. ჟამთააღმწერელი მიუკერძოებელ, სიმართლის მოყვარე ადამიანად ჩანს, საჭიროების შემთხვევაში ის სამღვდელოებასაც მკაცრად აკრიტიკებს. სამართლიანობას მტერსაც კი უფასებს.

    ჟამთააღმწერლის ნაშრომის მიღწეული ნაწილიდან კარგად ჩანს თხზულების საერთო გეგმა და მიზანდასახულობა. ავტორს თავისი ნაშრომი ქრონოლოგიურად და თემატურად ორ ძირითად ნაწილად ჰქონდა გააზრებული. პირველ ნაწილში (რომელიც დღეს მოღწეულია) ავტორმა აღწერა საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანა იმ ”ჟამამდე”, ვიდრე ქართველებს ”მიეცა ძლევა თათართა ზედა”[35], ანუ ”ვიდრე ჟამამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა”[36]. მეორე ნაწილი (რომლის ტექსტი დაკარგულია) დათმობილი ჰქონდა ქართველთაგან ”თათართა ზედა ძლევის” პერიოდს, ანუ გიორგი ბრწყინვალის ”ჟამს”, მისი მეფობის აღწერას[37].

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn21#_ftn21http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn22#_ftn22http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn23#_ftn23http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn24#_ftn24http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn25#_ftn25http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn26#_ftn26http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn27#_ftn27http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn28#_ftn28http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn29#_ftn29http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn30#_ftn30http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn31#_ftn31http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn32#_ftn32http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn33#_ftn33http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn34#_ftn34http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn35#_ftn35http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn36#_ftn36http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn37#_ftn37

  • თხზულების პირველ ნაწილში ავტორი მხოლოდ შემთხვევით და აქა დ იქ, თითო-თითო წინადადების სახით მოიხსენებს მეორე ნაწილიდან ზოგიერთ ფაქტს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ”ეს ხანა მას უმწვერვალეს და სამაგალითო ხანად მიაჩნია”[38], რადგან, მისი აზრით, ამ დროს გათავისუფლდა საქართველო მონღოლთა უღლისაგან, გასწორდა მონღოლთა დროინდელი ყველა უწესობანი და სხვ. ყველაფერი ეს კი, მისი წარმოდგენით, გიორგი ბრწყინვალის სახელს უკავშირდება, მისი იდეალიც გიორგია, რომელმაც საქართველოს დაუბრუნა თამარ მეფის დროინდელი ძლიერება. ავტორი მხოლოდ გიორგის მიმართ ხმარობს მაღალ ეპითეტებს: ”უძლეველი”, ”დიდი”, ”სახელგანთქმული”, ”უმჯობესი ყოველთა”, ”ბრწყინვალე” და სხვა. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ნაშრომის ამ მეორე ნაწილში ავტორის თხრობა აღფრთოვანებული და კმაყოფილებით გამსჭვალული იყო.

    ჟამთააღმწერლის მთავარი მიზანი და იდეაა (ვგულისხმობთ ნაშრომის მოღწეულ ნაწილს) გვიჩვენოს საქართველოს დაცემა მონღოლთა ბატონობის დროს. მონღოლთა ბატონობა საქართველოში ავტორს შეფასებული აქვს როგორც ”საქართველოს მოოხრება”, ”სრულიადი განწირვა ქართველთა ნათესავისა”, ”საქართველოს სრულიადი მოსპოლვა”[39]. ავტორი არა მარტო აღწერს ამ ისტორიას , იგი მიზეზებსაც ეძიებს.

    ავტორის თხრობა საერთოდ ამ ნაწილში რომანტიულია[40]. იგი დასაწყისშივე, იქ, სადაც იწყებს თათართაგან საქართველოს მოოხრების ისტორიას, სინანულით აღნიშნავს, თუ ”ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა”, ”უკუქცევა” ”სვე-სვიანის ბედისა, მაღლისა და საჩინოსა”; წარსულში, დავით აღმაშენებლის დროიდან საქართველოს მტრისაგან ძლევა არასოდეს უნახავსო, მონღოლებთან ლაშა გიორგის დამარცხების შემდგომ კი ვითარება შეიცვალა და ჩემს დრომდე ქართველთაგან ”თათართა ზედა ძლევა” აღარ მომხდარაო[41].

    მართალია მის დროს მტერი სძლიეს და იგი აღფრფოვანებითაც შეჰხარის გიორგი Vდის სახელმწიფოებრივ ღონისძიებებს, მაგრამ ხანგრძლივი ძნელბედობის შედეგი მრავლადაა: მეფეები უღირსნი გამხდარან, მთავრები - მოღალატეები, უპიროები, თვით სამღვდელონიც კი - ”ბილწის მოქმედნინ. აღწერილ ამბებს ავტორი უპირისპირებს წინარე ხანას, როცა ქართველთა ნათესავი ”სვე- სვიანი” იყო, როცა ქვეყანას ”მეფეთა შორის ბრწყინვალე თამარი” განაგებდა, როცა ”ყველა წინააღმდგომი” ”მეფის მორჩილი” იყო და სხვ.[42].

    საქართველოს მოოხრების პირველ მიზეზებს ჟამთააღმწერელი ხედავს თვით საქართველოს ცხოვრებაში. იგი აღწერს რუსუდანისა და ლაშას დროს სამეფო კარისა და ხალხის, მისი თვალსაზრისით, უდარდელ, მიშვებულ ყოფას და ასკვნის: ”რამეთუ განძღეს და იშუებდეს და უწესობად მიდრკეს... ამისათვის აღმოცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოხრებისანი”[43]. მკითხველს რომ გაუთვალისწინოს ისტორიის გაკვეთილი, ავტორი ვრცლად აგვიწერს გავრცელებულ ”უწესობებს”, ”შურს”, ”უსამართლობას”. სწორედ ჟამთააღმწერლის თხზულებაში წინამორბედი ისტორიკოსებისაგან განსხვავებით დიდი ადგილი აქვს დათმობილი ”ბოროტის მოქმედთა” საქმეების გამომზეურებას.

    ჟამთააღმწერლის ისტორია არის წარსულისა და აწმყოს თავისებურად კრიტიკული შეფასება.

    ჟამთააღმწერლის თხზულებანი ”საქართველოს მოოხრება” - მონღოლთა ბატონობის პერიოდი - ისე რელიეფურად და დასაბუთებულად არის ნაჩვენები, რომ მარტო საქართველოს მაგალითითაც ნათლად წარმოგვიდგება თუ მონღოლთა დაპყრობითს ომებს რა სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვა საზოგადოდ [44].

    http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn38#_ftn38http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn39#_ftn39http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn40#_ftn40http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn41#_ftn41http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn42#_ftn42http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn43#_ftn43http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin 3+/0/2.htm#_ftn44#_ftn44

  • მონღოლურმა მძიმე ხარკმა და მუდმივმა მოლაშქრეობამ გამოიწვია ხალხის გაღარიბება და მოსახლეობის ფიზიკური ამოწყვეტა - განსაკუთრებით გლეხობისა; გახშირდა მონღოლთა პოლიტიკის უკმაყოფილებით გამოწვეული აჯანყებები. ურდოთა შორის ამტყდარმა ომებმა გამანადგურებელი გავლენა მოახდინა საქართველოს მეურნეობაზე; მონღოლთა ბატონობის შედეგად სამეფო ხელისუფლება დასუსტდა, ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა, მთავრები გაძლიერდნენ და მონღოლთა მხარდაჭერით სეპარატისტული ბრძოლები დაიწყეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩრდილო კავკასიელი ფეოდალებიც შემავიწროებლად მოქმედებდნენ. ავტორი დიდ ადგილს უთმობს სამცხის მთავრებისა და სამთავროს ამბებს. ნაშრომში უხვად მოიპოვება ცნობები საქართველოს პოლიტიკური წყობილების, საეკლესიო-რელიგიური, სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების შესახებ თითქმის ას წელზე მეტი ხნისათვის.დაწვრილებით ვეცნობით აგრეთვე მონღოლთაგან საქართველოს მოსახლეობის ორ აღწერას (1254, 1278) და მონღოლური ბეგარა-გადასახადების სახეობებს.

    საქართველოს ამბებთან დაკავშირებით ისტორიკოსი ეხება საკუთრივ მონღოლურ სამოხელეო და სამხედრო წყობას, საინტერესო ცნობებს იძლევა მონღოლური ტომების ისტორიიდან, აღწერს მონღოლთა ზნედჩვეულებას, რელიგიას, ყაენთა კარის სისხლიან ინტრიგებს, აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალურ და კლასობრივ ბრძოლებს - ჯიმრების აჯანყებას, რაინდებს[45] და სხვ.

    ჟამთააღმწერელს ხელთ ჰქონია არა ერთი ისეთი ქართული საისტორიო წიგნი, რომლებიც დღეისათვის შემორჩენილი არაა. მაგალითად, ჯალალ ად-დინის საქართველოში შემოსევების წყაროდ დასახელებულია ”ბერი მღვიმელი”[46], რაჭის ერისთავის კახაბერის შესახებ ამბებისათვის - ”წიგნი მეფეთა ბაღუაშისთა და ნათესავთა მისთა”[47].მას უსარგებლია აგრეთვე სამეფო სიგელებით, აღწერის დავთრებით[48], ზეპირი ცნობებით[49]. მონღოლთა შესახებ ავტორის თხრობა დამყარებულია პირად დაკვირვებებზე, ყაენთა კარიდან გამოსულ დოკუმენტებსა და თვითმხილველი მონღოლთა კარის ისტორიკოსების თხზულებებზე[50]. ავტორი მკაცრი მეცნიერული მოთხოვნებით აგებს თავის ნაშრომს. ახდენს წყაროების დოკუმენტურ და ლოგიკურ შემოწმებას[51].

    ჟამთააღმწერლის თხზულება მისი მაღალი ღირსებების გამო ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანად არის შეფასებული პირველხარისხოვან წყაროდ როგორც საქართველოს, ისე მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის შესასწავლად.

    XIV ს-ის დასასრულს დაიწერა ქსნის ერისთავთა საგვარეულო - გენეალოგიური ისტორია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ”ძეგლი ერისთავთა” სახელით არის ცნობილი[52].

    XIVს-ში ქსნის საერისთავო ნახევრად დამოუკიდებელ პ